ნინო გურევიჩი თბილისში მუსიკოსთა ოჯახში დაიბადადედა - ლალი ბაბუციძე მუსიკისმცოდნე გახლდათმამა - ვილი გურევიჩი დირიჟორიმუსიკისმცოდნესახელმწიფოკონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობისა და საკომპოზიტორო განყოფილების დეკანი

ნინო 6 წლის ასაკში მიიღეს მუსიკალურ ათწლედში პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასშირომელთანაც მან ათწლედის წარმატებულად დამთავრების შემდეგ სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო სწავლაშემდგომ კი ქალაქ მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა

ნინო პატარაობიდანვე იღებდა მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდომათ შორის როგორც სართაშორისო პროგრამის "ახალი სახელების", ასევე ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები.
ნინო არაერთხელ იყო მიწვეული "თელავის საერთაშორისო ფესტივალზე", "ოლეგ კაგანის საერთაშორისო ფესტივალზე" ( კროიტიგერმანია), "რურის საერთაშორისო ფესტვალზე" (დორტმუნდიგერმანია), საერთაშორისო ფესტივალზე "საფორტეპიანო ზაფხული" (ვრანიესერბეთი), შოპენის საერთაშორისო ფესტივალზე "შოპენიადა" (ბელგრადისერბეთიდა სხვა მრავალზემას ჰქონდა გამოსვლები გამოჩენილ ორკესტრებსა და დირიჟორებთან ერთადმათ შორის ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან არნოლდ კაცის დირიჟორობითნინოს ქართული რადიო-ტელევიზიისთვის მრავალი ჩანაწერი აქვს გაკეთებული.
 
 
 
დღესდღეობით ნინო ცხოვრობს მიუნჰენში და ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას ევროპასა და აზიაში როგორც სოლისტად ასევე კამერულ ანსამბლებშიარის მიუნჰენის უმაღლესი მუსუკალური სკოლის დოცენტიმას აქვს გამოსვლები ისეთ მნიშვნელოვან დარბაზებში როგორც არის მიუნჰენის ჰერკულესზალიმაქს-იოზეფ ზალი და ასე შემდეგმუდმივი მონაწილეა საკონცერტო სერიის “კონცერტები სანთლის შუქზე”. მას მუდმივად იწვევენსაერთაშორისოფესტივალებზე,მასტერკლასებზედა  კონკურსებზე ჟიურის წევრად

ნინო 2019 წლიდან უკრავს ტრიოში ნილს ფრიდლთან(ვიოლინოდა იონას მერკადალთან (კლარნეტიერთად და არის ტრიოს დამფუძნებელი იონას მერკადალთან ერთად.