ნინო გურევიჩი თბილისში მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. დედა - ლალი ბაბუციძემუსიკისმცოდნე გახლდათ, მამა - ვილი გურევიჩი დირიჟორი, მუსიკისმცოდნე, სახელმწიფოკონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობისა და საკომპოზიტორო განყოფილების დეკანი.
ნინო 6 წლის ასაკში მიიღეს მუსიკალურ ათწლედში პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში, რომელთანაც მან ათწლედის წარმატებულად დამთავრების შემდეგ სახელმწიფოკონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. შემდგომ კი ქალაქ მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურსკოლაში ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა.
ნინო პატარაობიდანვე იღებდა მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურებში. მასაღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის როგორც სართაშორისო პროგრამის "ახალისახელების", ასევე ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები.
ნინო არაერთხელ იყო მიწვეული "თელავის საერთაშორისო ფესტივალზე", "ოლეგ კაგანისსაერთაშორისო ფესტივალზე" ( კროიტი, გერმანია), "რურის საერთაშორისო ფესტვალზე" (დორტმუნდი, გერმანია), საერთაშორისო ფესტივალზე "საფორტეპიანო ზაფხული" (ვრანიე, სერბეთი), შოპენის საერთაშორისო ფესტივალზე "შოპენიადა" (ბელგრადი, სერბეთი) და სხვამრავალზე. მას ჰქონდა გამოსვლები გამოჩენილ ორკესტრებსა და დირიჟორებთან ერთად. მათშორის ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან არნოლდ კაცის დირიჟორობით. ნინოს ქართული რადიო-ტელევიზიისთვის მრავალი ჩანაწერი აქვს გაკეთებული.
დღესდღეობით ნინო ცხოვრობს მიუნჰენში და ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას ევროპასა დააზიაში როგორც სოლისტად ასევე კამერულ ანსამბლებში. 2018 წლიდან უკრავს ტრიოში ნილს ფრიდლთან (ვიოლინო) და იონას მერკადალთან (კლარნეტი) ერთად.