ნინო გურევიჩი თბილისში მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. დედა - ლალი ბაბუციძე მუსიკისმცოდნე გახლდათ, მამა - ვილი გურევიჩი დირიჟორი, მუსიკისმცოდნე, სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობისა და საკომპოზიტორო განყოფილების დეკანი. 
ნინო 6 წლის ასაკში მიიღეს მუსიკალურ ათწლედში პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში, რომელთანაც მან ათწლედის წარმატებულად დამთავრების შემდეგ სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. შემდგომ კი ქალაქ მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა. 

ნინო პატარაობიდანვე იღებდა მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურებში. მას აღებული აქვს მრავალი ჯილდო. მათ შორის თბილისის საქალაქო კონკურსზე, საქართველოს ეროვნულ კონკურსზე, პირველ თბილისის სართაშორისო პიანისტთა კონკურსზე, სადაც მან ასევე მოიპოვა გერმანიის საელჩოს სპეციალური პრიზი, ბალის დვარიონასის საერთაშორისო კონკურსზე (ვილნიუსი), შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსზე (მოსკოვი), ნინოს მიენიჭა როგორც სართაშორისო პროგრამის "ახალი სახელების", ასევე ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები.

ნინო არაერთხელ იყო მიწვეული "თელავის საერთაშორისო ფესტივალზე", "ოლეგ კაგანის საერთაშორისო ფესტივალზე" ( კროიტი, გერმანია), "რურის საერთაშორისო ფესტვალზე" (დორტმუნდი, გერმანია), საერთაშორისო ფესტივალზე "საფორტეპიანო ზაფხული" (ვრანიე, სერბეთი), შოპენის საერთაშორისო ფესტივალზე "შოპენიადა" (ბელგრადი, სერბეთი) და სხვა მრავალზე. მას ჰქონდა გამოსვლები გამოჩენილ ორკესტრებსა და დირიჟორებთან ერთად. მათ შორის ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან არნოლდ კაცის დირიჟორობით. ნინოს ქართული რადიო-ტელევიზიისთვის მრავალი ჩანაწერი აქვს გაკეთებული.  

დღესდღეობით ნინო ცხოვრობს მიუნჰენში და ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას ევროპასა და აზიაში როგორც სოლისტად ასევე კამერულ ანსამბლებში.